ჩარლზ ო’რეარი

11180010_1598250440416154_536956450_n(დაბადებული 1941 წელს) არის ამერიკელი ფოტოგრაფი,ყველაზე +–ცნობილი მისი ფოტოებიაღვინის ქვეყანა და გამოსახულება Bliss, რომელიც გამოიყენება როგორცსტანდარტული ფონი Windows XP.

Windows XP-ს ცნობილი ფონი, რომელსაც უკვე წლებია, კომპიუტერში “ვინდოუსის” ჩატვირთვისას ვხედავთ, 1996 წელს არის გადაღებული.

ფოტო, რომელმაც “მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ფოტოს” ტიტული მიიღო, ამერიკელ ფოტოგრაფ ჩარლზ ო’რეარს ეკუთვნის. 

მწვანე მინდორი და ღრუბლებიანი ცა ო’რეარმა კალიფორნიის შტატში,  Napa Valley-ში გადაიღო. ფოტოგრაფის თქმით, მას სურათი არცერთ პროგრამაში არ დაუმუშავებია. 2002 წლიდან ეს ფოტო Windows XP-ს სამუშაო მაგიდის ავტომატურ ფონად იქცა და მას – Bliss-ი (“ნეტარება”) ეწოდა.

ბილ გეითსმა ფოტოზე ყველანაირი უფლება იყიდა და ოფიციალურად ის Microsoft-ის საკუთრებად ითვლება. ფოტოგრაფმა არ დაასახელა, რამდენი გადაუხადა Microsoft-მა ამ ფოტოსთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს “არაჩვეულებრივი” თანხა იყო.

ჩარლზ ო’რეარი წლების განმავლობაში ცნობილ ჟურნალთან – National Geographic-თან თანამშრომლობდა და ბევრი ცნობილი ფოტოც გადაუღია, თუმცა Bliss-ი მის სავიზიტო ბარათად იქცა. 2006 წელს ენთუზიასტებმა ეს ადგილი ისევ მოძებნეს და ფოტო თავიდან გადაიღეს.

ფოტოგრაფი მიდიოდა გზატკეცილზე სან-ფრანცისკოდან ოდნავ მოშორებით და დაინახა თვალწარმტაცი პეიზაჟი, გააჩერა ავტომობილი, რომ გადაეღო რამდენიმე კადრი. სულ გადაღებული იყო 4 კადრი კამერა Mamiya RZ67-ით და მხოლოდ ერთმა მოუტანა ფოტოგრაფს მსოფლიო დიდება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s