„სურათი ათასობით სიტყვად ღირსო!“

თითოეული სურათი გარკვეული ისტორიის და შინაარსის მატარებელია, ზოგიერთი მათგანი რაღაც მესიჯს ატარებს, ზოგიერთი ჩვენს ემოციებსა და განწყობას ინახავს. ხშირად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე უბრალო და გაცვეთილი სიტყვები. ზოგიერთ ფოტოს შეუძლია რაღაც საკითხი იმ კუთხიდან გაჩვენოს , რომელზედაც ადრე ყურადღებას არ გაამახვილებდი. მხოლოდ კარგ სურათს შეუძლია ერთდროულად დაგაფიქროს, დაგამწუხროს, ბედნიერება და ღიმილი მოგგვაროს. იემენელი 10 წლის გოგონა სიცოცხლით ხარობს ზრდასრულ ქმართან გაშორების შემდეგ.სტერმების ოჯახის შეერთება მამის ტყვეობის შემდეგ ვიეტნამში ომის დროს. ყველას თავისი მოწოდება აქვს. Continue reading

ანა გოგუაძე

11063396_868835026503050_1090573786_nდაიბადა თბილისში, 1987 წლის 8 აგვისტოს. ხატავდა ბავშვობიდან და ადრეულ ასაკში არა ერთ გამოფენაზე წარმოადგინა თავისი ნამუშევრები.   ფოტოგრაფია მისი ძირითადი და საყვარელი საქმეა, თუმცა ადრეულ ასაკში ვერც წარმოედგინა, რომ ფოტოგრაფი გახდებოდა. ფოტომ ანას ცხოვრებაში ხატვა ჩაანაცვლა. ყველაფერი კი მისი საყვარელი მომღერლის კონცერტის დღეს „გადაწყდა“; ნინო ქათამაძის მუსიკა, ისევე როგორც თვითონ მომღერალი, ანასთვის ძალიან ახლობელი იყო და არის, ამიტომ როცა, კონცერტის შემდეგ, გადაღლილმა მუსიკოსმა, სრულიად მოულოდნელად, ანას ჰკითხა, ფოტოების გადაღება ხომ არ გიცდიაო, ეს აზრი მომავალმა წარმატებულმა ფოტოგრაფმა მნიშვნელოვნად მიიჩნია. Continue reading

დიანა არბიუსი

11075070_1631909083708026_668278977_nდიანა არბიუსი  1923  წელს  რუსულ-ებრაული წარმოშობის ოჯახში დაიბადა, მისი  მშობლები მდიდარი ბეწვით მოვაჭრეები იყვნენ.                 დიანა, მშობლების სიმკაცრისთვის თავის დასახწევად,  18 წლის ასაკში ცოლად გაყვა ალან არბიუსს და მისი გვარი მიიღო( დიანას ქალიშვილობის გვარი ნემეროვია.)

ალან და დიანა არბიუსებმა, დიანას მშობლების ფინანსური დახმარებით, გახსნეს ფოტო ატელიე და იქ დაიწყეს პირველი ფოტოების გადაღება.მათთან თანამშრომლობდნენ ისეთი გამოცემები როგორებიცაა Vogue, Glamour, Harper’s Bazaar. ცოლ-ქმრის განქორწინების შმდეგ დიანამ ატელიე ალანს დაუტოვა და დაიწყო დამოუკიდებული გადაღებები.თავის ყოფილ მეუღლესთნ ბოლომდე მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. Continue reading