14 წლის კუდელკას მამამისის მეგობარი მეფუნთუშე ნაჩქარევად უხსნის ფოტოს გადაღებისთვის საჭირო რამდენიმე ტექნიკურ დეტალს. კუდელკაც სწავლობს და იწყებს გადაღებას. პირველი კადრები ოჯახის წევრების პორტრეტებია, ფომატი 6/6-ზე, რომლებსაც იგი 1952 წელს იღებს.
გადის სულ რაღაც 14 წელი და პრაღის უნივერსიტეტის აერონავტიკული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი იოზეფ კუდელკა თავისი ცხოვრების ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს-შეწყვიტოს უნივერსიტეტში სწავლა და მთელი თავისი დრო და ენერგია ფოტოგრაფიას მიუძღვნას. ძალიან მალე ამავე გადაწყვეტილების წყალობით, რომელსაც ფოტოების რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სერიის შექმნაც მოჰყვება, მას მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფები გაიცნობენ.