ფოტოგრაფი კევინ კარტერი სამხრეთ აფრიკაში 1963 წელს დაიბადა.მან თავისი კარიერა ძალადობის ასახვას მიუძღვნა.
1993 წელს კევინი სუდანის ერთ-ერთ პატარა სოფელში ჩავიდა, იქაური შიმშილობისა და რთული სიტუაციის აღსაბეჭდავად. როცა მან სოფლის დატოვება გადაწყვიტა, უცებ მინდორში პატარა გოგონა შენიშნა, რომლის გვერდითაც მტაცებელი ფრინველი იჯდა.