„სურათი ათასობით სიტყვად ღირსო!“

თითოეული სურათი გარკვეული ისტორიის და შინაარსის მატარებელია, ზოგიერთი მათგანი რაღაც მესიჯს ატარებს, ზოგიერთი ჩვენს ემოციებსა და განწყობას ინახავს. ხშირად იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე უბრალო და გაცვეთილი სიტყვები. ზოგიერთ ფოტოს შეუძლია რაღაც საკითხი იმ კუთხიდან გაჩვენოს , რომელზედაც ადრე ყურადღებას არ გაამახვილებდი. მხოლოდ კარგ სურათს შეუძლია ერთდროულად დაგაფიქროს, დაგამწუხროს, ბედნიერება და ღიმილი მოგგვაროს. იემენელი 10 წლის გოგონა სიცოცხლით ხარობს ზრდასრულ ქმართან გაშორების შემდეგ.სტერმების ოჯახის შეერთება მამის ტყვეობის შემდეგ ვიეტნამში ომის დროს. ყველას თავისი მოწოდება აქვს. Continue reading

ალექსანდრე როინიშვილი

5d611d0fb072ალექსანდრე როინიშვილი – პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში… მან იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო.

Continue reading