ანა გოგუაძე

11063396_868835026503050_1090573786_nდაიბადა თბილისში, 1987 წლის 8 აგვისტოს. ხატავდა ბავშვობიდან და ადრეულ ასაკში არა ერთ გამოფენაზე წარმოადგინა თავისი ნამუშევრები.   ფოტოგრაფია მისი ძირითადი და საყვარელი საქმეა, თუმცა ადრეულ ასაკში ვერც წარმოედგინა, რომ ფოტოგრაფი გახდებოდა. ფოტომ ანას ცხოვრებაში ხატვა ჩაანაცვლა. ყველაფერი კი მისი საყვარელი მომღერლის კონცერტის დღეს „გადაწყდა“; ნინო ქათამაძის მუსიკა, ისევე როგორც თვითონ მომღერალი, ანასთვის ძალიან ახლობელი იყო და არის, ამიტომ როცა, კონცერტის შემდეგ, გადაღლილმა მუსიკოსმა, სრულიად მოულოდნელად, ანას ჰკითხა, ფოტოების გადაღება ხომ არ გიცდიაო, ეს აზრი მომავალმა წარმატებულმა ფოტოგრაფმა მნიშვნელოვნად მიიჩნია. Continue reading