სტივ მაკკარი ცნობილი ამერიკელი ფოტოჟურნალისტი დაიბადა 1950 წლის 23 აპრილს. სტივ მაკკარი მსოფლიო რეპორტაჟული ფოტოგრაფიის ლეგენდად არის მიჩნეული. ფართო საზოგადოებამ ის თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად აღიარა .
1968 წელს სტივ მაკკარიმ პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო კინემატოგრაფიის ისტორიის შესწავლა, თუმცა, საბოლოოდ, მან სწავლა გააგრძელა თეატრალური ხელოვნების ფაკულტეტზე, რომელიც 1974 წელს წარჩინებითა და ღირსების ორდენით დაამთავრა. სტივ მაკკარი ფოტოგრაფიით დაინტერესდა მას შემდეგ, რა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთისთვის დაიწყო ფოტოების გადაღება. მაკკარი უამრავი ჯილდოს მფლობელია.
ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს
ბლოგი ფოტოგრაფიის შესახებ
YES - ახალგაზრდული საგანმანათლებლო საზოგადოება