ბოლო წლებში ძალიან განვითარდა ტექნიკა, სხვა ყველაფერთან ერთად გაუმჯობესდა და დაიხვეწა ფოტოგრაფიაც.
დარიკო ციხიშვილი
ბრუკ შეიდენი (Brooke Shaden)
ბრუკ შეიდენი-ცნობილი და ამავედროს ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ფოტოგრაფი ქალი. ბრუკი 1987 წელს დაიბადა პენსილვანიის შტატში. განათლება მიიღო ადგილობრივ Tample university-ში, სადაც შეისწავლა რეჟისურა, მოგვიანებით კი კარიერის გასაგრძელებლად ლოს ანჯელესში წავიდა, სადაც დაკავებული იყო ავტო პორტრეტების შექმნით. Continue reading
ფოტოები ეკუთვნის დარიკო ციხიშვილს
ფოტოები ეკუთვნის დარიკო ციხიშვილს
დიანა არბიუსი
დიანა არბიუსი 1923 წელს რუსულ-ებრაული წარმოშობის ოჯახში დაიბადა, მისი მშობლები მდიდარი ბეწვით მოვაჭრეები იყვნენ. დიანა, მშობლების სიმკაცრისთვის თავის დასახწევად, 18 წლის ასაკში ცოლად გაყვა ალან არბიუსს და მისი გვარი მიიღო( დიანას ქალიშვილობის გვარი ნემეროვია.)
ალან და დიანა არბიუსებმა, დიანას მშობლების ფინანსური დახმარებით, გახსნეს ფოტო ატელიე და იქ დაიწყეს პირველი ფოტოების გადაღება.მათთან თანამშრომლობდნენ ისეთი გამოცემები როგორებიცაა Vogue, Glamour, Harper’s Bazaar. ცოლ-ქმრის განქორწინების შმდეგ დიანამ ატელიე ალანს დაუტოვა და დაიწყო დამოუკიდებული გადაღებები.თავის ყოფილ მეუღლესთნ ბოლომდე მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. Continue reading
საშა პრიშვინი
საშა პრიშვინი, დამწყები ფოტოგრაფია მაგრამ უკვე მოასწრო ცნობილ გამოცემებთან თანამშრომლობა. საშა თბილისში დაბადებული და გაზრდილი რუსული წაროშობის ქართველია, მისი პაპა რუსეთში საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო და საბავშვო მოთხრობებს წერდა.
საშა პირშვინი რუსეთში სწავლობდა და პროფესიით არქიტექტორია, ფოტოგრაფიას თბილისში დაბრუნების შემდგომ მოკიდა ხელი მას შემდეგ რაც სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და დიდიხანი არაა ამ საქმით დაკავებული,მანამდე ის იყო მოყვარული ფოტოგრაფი.შემდგომ მისმა მეგობარმა ერთ ერთ სააგენტოს უჩვენა მისი ფოტოები და ისინიც მაშინვე დაინტერესდნენ საშათი.