ანა ჩართოლანი
ფოტოები ეკუთვნის ანიტა ჩართოლანს :)
დიმიტრი ერმაკოვი
რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფი. 1866 წლიდან იგი უკვე მისდევს ფოტოგრაფიას და უკვე ოთხი წლის შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი სპეციალისტი ხდება. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობს, როგორც სამხედრო ფოტოგრაფი. 1880 წელს დიმიტრი ერმაკოვი თბილისში ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს და წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ჟანრში. მისი უნიკალური ნამუშევრები შექმნილია სტუდიაში, ქართულ სოფლებსა და მონასტრებში, აგრეთვე საქართველოს სამხედრო გზაზე. ფოტოგრაფი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში. მონაწილეობდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გამართულ ფოტოგამოფენებში, სადაც 36 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.
სალი მანი
ფოტოხელოვანი სალი მანი 1951 წელს ამერიკულ ქალაქ ლეკსინგტონში დაიბადა. მამა პროფესიით ექიმი იყო, ხოლო დედა უნივერისტეტის წიგნის მაღაზიაში მუშაობდა. სალი მანმა კოლეჯ ”ჰოლინსში” მიიღო განათლება და შემდგომ ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. სკანდალურად ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც, კრიტიკოსების შეფასებით, ეროტიკული ფოტოსერია ”Immediate Family” გადაიღო , სადაც თავისი შვილების არცთუ მოკრძალებული კადრები ასახa.