ბოლო წლებში ძალიან განვითარდა ტექნიკა, სხვა ყველაფერთან ერთად გაუმჯობესდა და დაიხვეწა ფოტოგრაფიაც.
ამ განვითარების ბოლო მიხწევა კამერაა, რომელიც თანამედროვე ტელეფონებს გააჩნიათ მისი შესაძლებლობა გადაიღოს ფოტო ორ მხრივად, ანუ ახლა ფოტოგრაფს შეუძლია საკუთარი თავი გადაიღოს ისე, რომ ვარაუდი და გეომეტრიული გათვლები არ დასჭირდეს იმის გასაგებად ,თუ სადაა ზუსტი ფოკუსი.
… აქედან დაიწყო „სელფების“ ნამდვილი ბუმი. ბოლო წლებში ყველა იღებს სელფებს:დიდი თუ პატარა, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი, ბედნიერი თუ უბედური. გაჩნდა „სელფების“ სხვადასხვა კატეგორიები, მაგ. ყველაზე ექსტრემალური, ყველაზე სულელური სელფები, მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების და ცხოველების სელფებიც კი.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მაინც ქალბატონები სელფებია დაბერილი ტუჩებით, ეს ფორმა იმდენად პოპულარულია რომ მასზე ძალიან ბევრს ხუმრობენ და უამრავი შარჟიც არსებობს.
სელფებს ყველგან იღებენ: ტუალეტიდან კოსმოსამდე, დაკრძალვიდან დაწყებული ოსკარების დაჯილდოვებით დამთავრებული. თქვენ ქვემოთ ნახავთ სელფებს რომლებიც ყველაზე პოპულარული, საშიში და სასაცილოა.