ბრუკ შეიდენი-ცნობილი და ამავედროს ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ფოტოგრაფი ქალი. ბრუკი 1987 წელს დაიბადა პენსილვანიის შტატში. განათლება მიიღო ადგილობრივ Tample university-ში, სადაც შეისწავლა რეჟისურა, მოგვიანებით კი კარიერის გასაგრძელებლად ლოს ანჯელესში წავიდა, სადაც დაკავებული იყო ავტო პორტრეტების შექმნით.
ბრუკის ფოტოები ორიგინალობით გამოირჩევა და სწორედ ამიტომ მიიქცია საზოგადოების დიდი ყურადღება, 24 წლის ასაკში ბრუკი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფოტოგრაფი ვინც მიიღო მონაწილეობა the Annenberg space for fotografy’s გამოფენაში . რომელშიც წარმოდგენილი იყო თანამედროვე სახელოვნებო ტექნოლოგიები და მათი გამოყენება ასევე ფოტოგრაფიაში. ბრუკ შეიდენის ფოტოები არის მისტიციზმით სავსე ,რომლებიც თუ დავაკვირდებით რეალური ცხოვრებიდან იღებს შთაგონებას, მართლაც აღფრთოვანებაში მოჰყავხართ მის ფოტოებს, რომლებშიც საოცრად ლამაზად არის სერწყმული ესთეტიური და შინაგანი ხედვის სილამაზე. მისი ხელწერა არ გავს სხვებისას და სწორედ მისი ერთ ერთი მიზეზი წარმატების მისი ორიგინალობაა.
ბრუკი წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას და თანამშროლობას წამყვან სააგენტოებტან და მისი ფოტოებით ინტერესდებიან როგორც სარეკლამო და ასევე სამოდელო სააგენტოები. მართალია ის ხშირად ფოტოებს გარეთ ნატურალურ გარემოში არ იღებს მაგრამ მისი ფოტოები არ კარგავს აქტუალობას.