კლაუდია როგე

11092740_815345845211682_595683043_nცნობილი გერმანელი მხატვარი კლაუდია როგე დაიბადა  1968 წელს.ცხოვრობს და მუშაობს დუსელდროფში. კლაუდია როგემ (Claudia Rogge) მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა თავისი არაორდინალური და გასაოცარი ფოტოსურათებით. ის პატარაობიდანვე იყო გატაცებული ფოტოგრაფიით, მაგრამ პირველი სერიოზული ნამუშევრები იყო 2004 წელს განხორცილებული პროექტები “ბრბო” და Mob. 

განსაკუთრებით საინტერესოა კლავდიას პროექტი Mob. ეს არის მობილური ინსტალაცია. ფოტოგრაფი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა სრულიად გამჭვირვალე სატვირთოთი. პირველი ინსტალაცია mob il — 1, შედგებოდა 5000 პლასტმასის ბავშვის თავისაგან, ხოლო მეორე mob il — 2, – 66 შიშველი მამაკაცისაგან, რომლებიც მუხლებზე იდგნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ხალხი მეორე სატვირთოს მიმართ იჩენდა: იხსენებდნენ ოსვენციმს და ჰოლოკოსტს.11096750_815345768545023_1771225346_n

ამ ხალხის მასის თვალიერების დროს კლაუდიას გაუჩნდა იდეა, შეექმნა ისეთი ბრბო, სადაც ყურადღება იქნებოდა გამახვილებული არა რაიმე ისტორიაზე, არამედ ფორმასა და ესტეთიკაზე. როდესაც ვუმზერთ ფრინველების გადაფრენას, ყურადღებას იპყრობს მხოლოდ მოძრაობის ქორეოგრაფია, მისი სილამაზე. ასე დაიბადა ალბომი Rapport.

ფოტოგრაფი მუშაობის დროს იყენებს პერფორმანსებს, ფოტო- და ვიდეოგადაღებებს. სურათების ძირითადი თემებია ინდივიდუალურობა და მასა. კლაუდია ყოველთვის მუშაობს გარკვეულ პიროვნებებთან, ხოლო შემდეგ მათ ათავსებს გარკვეულ კონტექსტში.

11128635_815345798545020_758082356_n ფოტოსურათებს გააჩნიათ ერთიანი გამოკვეთილი სტილი, ტექნიკური თვალსაზრისით ისინი ძალიან რთული შესასრულებელია. ხშირად როგეს სურათები სკანდალების მიზეზიც გამხდარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s