დიმიტრი ერმაკოვი

11081259_806321736099549_3708962934708682296_n რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფი. 1866 წლიდან იგი უკვე მისდევს ფოტოგრაფიას და უკვე ოთხი წლის შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი სპეციალისტი ხდება. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობს, როგორც სამხედრო ფოტოგრაფი. 1880 წელს დიმიტრი ერმაკოვი თბილისში ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს და წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ჟანრში. მისი უნიკალური ნამუშევრები შექმნილია სტუდიაში, ქართულ სოფლებსა და მონასტრებში, აგრეთვე საქართველოს სამხედრო გზაზე. ფოტოგრაფი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში. მონაწილეობდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გამართულ ფოტოგამოფენებში, სადაც 36 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მუშაობის შედეგია ვრცელი ფოტოკოლექცია, რომელიც დაახლოებით 30 000 ნეგატივისაგან შედგება. ერმაკოვის შემოქმედების განსაკუთრებული და მუდმივი ობიექტია თბილისი.

შემონახული ნეგატივები იძლევა ქალაქის ნახევარსაუკუნოვანი განვითარების ისტორიის თვალსაჩინო, თითქმის ქრონოლოგიურ სურათს. გარდა ისტორიულ-დოკუმენტურისა, ერმაკოვის ნამუშევრებს მხატვრული ღირებულებაც გააჩნია. ფოტოგრაფი თვალყურს ადევნებდა იმდროინდელი ფოტოგრაფიული ხელოვნების განვითარებას და იყენებდა უახლეს მეთოდებს. მისი შემოქმედებითი სტილის დამახასიათებელი ნიშანია მისწრაფება სივრცის მაქსიმალური ასახვისაკენ. ერმაკოვის 1870-90-იანი წლების ნამუშევრების ნეგატივები დაცულია საქართველოს ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმში., ხოლო დანარჩენი ფოტოგამოსახულებები ინახება მოსკოვის, პეტერბურგისა და სხვა ქალაქების მუზეუმებში.

ერმაკოვისეული კავკასიის პანორამები ძველი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცნენ და დიდი ტირაჟით გავრცელდნენ მისალოცი ბარათებისა და ლითოგრაფიების სახით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s