გოგა ჩანადირი

11104323_1106199636063933_1603119965_n ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი 1975 წლის 11 სექტემბერს დაიბადა. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტზე. 1990–იან წლებში კი მუშაობდა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში.

ფოტოგრაფია მის ცხოვრებაში ძირითად პროფესიად 2000 წლიდან იქცა.  მოწყობილი აქვს უამრავი ფოტო გამოფენა, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთაც (ასტანა, სტრასბურგი, კიევი ამსტერდამი და ა.შ.) მისი ჰობია კითხვა. გატაცებულია მოგზაურობითაც. აღსანიშნავია, რომ უმოგზაურია მსოფლიოს ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე უამრავ ქვეყანაში.

Continue reading

ფილიპ ჰალცმანი

philippe-halsman_GQEVw_800ფილიპ ჰალცმანი (1906-1979წწ.) ამერიკელი ფოტოგრაფია. ის ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელმაც კარიერა გაიკეთა ცნობილ ადამიანთა ფოტოგრაფირებით… ნახტომში. ის ამტკიცებდა, რომ გადასაღები ობიექტი სწორედ ნახტომში ამჟღავნებს მის შინაგან ბუნებასა და ხასიათს. 1951 წელს ფილიპს NBC-იმ (ამერიკული კერძო ტელეკომპანია) დუკვეთა იმ დროისათვის პოპულარული ამერიკელი კომიკოსების გადაღება.მუშაობის პროცესში იუმორისტები ხუმრობდნენ და იმავდროულად ჰაერში ხტოდნენ, რათა ფოტოგრაფს მათი განწყობის, მხიარულებისა და ლაღი სახეების აღბეჭვდა გაადვილებოდა.

Continue reading

დიმიტრი ერმაკოვი

11081259_806321736099549_3708962934708682296_n რევოლუციამდელი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფოტოგრაფი. 1866 წლიდან იგი უკვე მისდევს ფოტოგრაფიას და უკვე ოთხი წლის შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი სპეციალისტი ხდება. 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობს, როგორც სამხედრო ფოტოგრაფი. 1880 წელს დიმიტრი ერმაკოვი თბილისში ხსნის საკუთარ ფოტოატელიეს და წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ჟანრში. მისი უნიკალური ნამუშევრები შექმნილია სტუდიაში, ქართულ სოფლებსა და მონასტრებში, აგრეთვე საქართველოს სამხედრო გზაზე. ფოტოგრაფი ბევრს მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩრდილო კავკასიაში. მონაწილეობდა რუსეთსა და სხვა ქვეყნებში გამართულ ფოტოგამოფენებში, სადაც 36 უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

Continue reading

ალექსანდრე როინიშვილი

5d611d0fb072ალექსანდრე როინიშვილი – პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში… მან იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო.

Continue reading