მან რეი

PD45380726_0052024_1940655bმან რეი ( დ. 27 აგვისტო1890 — გ. 18 ნოემბერი1976) — ამერიკელი მოდერნისტი ხელოვანი, მოღვაწეობდაპარიზშისაფრანგეთი. მნიშვნელოვანი წვლილი აქვს დადაიზმისა და სიურეალიზმის მიმდინარეობებში. ხელოვნების სამყაროში ყველაზე უკეთ ცნობილია მისი ავანგარდისტული ფოტოსურათებით, თუმცა საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა მხატვარს უწოდებდა.

1999 წელს ჟურნალმა “არტნიუსმა” მეოცე საუკუნის 25 ყველაზე ცნობილ მხატვართა შორის დაასახელა.

1915 წელს მან რეის პირველი სოლო გამოფენა მოეწყო. 1913 წელს მან რეი შეხვდა მის პირველ ცოლს, ადონ ლაკროიქსს. მათ იქორწინეს 1914 წელს და 1937 წელს განქორწინდნენ.

ნიუ იორკში ცხოვრების პერიოდში მის მეგობარ, მარსელ დიუშანთან ერთად, ის ცდილობს ჩამოაყალიბოს დადაიზმის ამერიკული განშტოება, მიმდინარეობის, რომელიც დაიწყო ევროპაში, როგორც ტრადიციული ხელოვნებიდან რადიკალური გადახვევა. რამდენიმე არასახარბიელო ცდის შემდეგ, მან რეიმ განაცხადა: “დადას არ შეუძლია ნიუ იორკში ცხოვრება.”

1921 წლის ივლისში იგი გადავიდა პარიზში, საფრანგეთში, სადაც მას შეუყვარდა კიკი დე მონტპარნასე (ელის პრინი), მსახიობი და მოდელი. კიკი იყო მან რეის კომპანიონი მთელი 1920-იანი წლების განმავლობაში. ის გახდა რეის ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფული გამოსახულების ობიექტი და იღებდა მონაწილეობას მის ექსპერიმენტალურ ფილმებში. 1929 წელს მან რეიმ დაიწყო რომანი სიურრეალისტ ფოტოგრაფთან, ლი მილერთან.

შემდეგი 20 წლის განმავლობაში მან რეიმ მონპარნასში შეძლო თავისი ნიშანი დაედო ფოტოგრაფიისთვის. იმ დროის დიდი ხელოვანები, როგორიცაა ჯეიმზ ჯოისიგერტრუდა სტაინი და შონ კოქტო პოზირებდნენ მისი კამერის წინ.

შონ არპისმაქს ერნსტისანდრე მასონისჟოან მიროსა და პაბლო პიკასოსთან ერთად, მან რეი იყო წარდგენილი სურრეალისტების პირველ გამოფენაზე პიერის გალერეაში, პარიზში 1925 წელს. ლი მილერთან – მის ფოტოგრაფიის ასისტენტთან და საყვარელთან ერთად – მან რეიმ შექმნა ფოტოგრამების გამოყენების ტექნიკა, რომელსაც რეიგრაფები დაარქვა. მან რეიმ ასევე შექმნა ავანგარდული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია, როგორიცაა Le Retour à la Raison (2 mins, 1923); Emak-Bakia (16 mins, 1926); L’Étoile de Mer (15 mins, 1928); and Les Mystéres du Château du Dé (20 mins, 1929).

მოგვიანებით მან რეი დაბრუნდა აშშ-ში, სადაც ის ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში, ცხოვრობდა 1940-1951 წლებში. ლოს ანჯელესში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, მან რეი შეხვდა ჯულიეტ ბროუნერს, მოცეკვავესა და ექსპერიმენტალურ მოდელს. მათ თითქმის მაშინვე დაიწყეს ერთად ცხოვრება და იქორწინეს 1946 წელს, ორმაგ ქორწინებაში მათ მეგობრებთან მაქს ერნსტთან და დოროთი ტანინგთან ერთად.

მან რეი მიწას მიაბარეს მონპარნასის სასაფლაოზე, პარიზში. ჟულიეტ ბროუნერი 1991წელს მან რეის გვერდით დაკრძალეს. მის ეპიგრაფში იკითხება: “კვლავ ერთად”.

ანა გიუნაშვილი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s