სალი მანი

11091295_805158282882561_326511648_nფოტოხელოვანი სალი მანი 1951 წელს ამერიკულ ქალაქ ლეკსინგტონში დაიბადა. მამა პროფესიით ექიმი იყო, ხოლო დედა უნივერისტეტის წიგნის მაღაზიაში მუშაობდა. სალი მანმა კოლეჯ ”ჰოლინსში” მიიღო განათლება და შემდგომ ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. სკანდალურად ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც, კრიტიკოსების შეფასებით, ეროტიკული ფოტოსერია ”Immediate Family” გადაიღო , სადაც თავისი  შვილების  არცთუ მოკრძალებული კადრები ასახa.

1936 წელს ჟურნალ Life-ის პირველი გამოცემა დაიბეჭდა და მასში წლების განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები გამოქვეყნდა. ჟურნალმა 1972 წლამდე იარსება და მის არქივში დაახლოებით 10 მილიონამდე ფოტოა თავმოყრილი – მათ შორის ბევრი ფოტოგრაფიის კლასიკად არის მიჩნეული.
ამერიკელმა  კრიტიკოსებმა ავტორი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ისინი აღაშფოთა ფაქტმა, რომ სურათებზე შიშველი ბავშვები  იყვნენ გამოსახული და თამამი ფოტოსესია ეროტიკულ ჟანრად მონათლეს.  უსაფუძვლო კრიტიკით გაოცებული სალი მანი კი ასე იმართლებდა თავს: ”ეს უმწიკვლო, ბავშვური კადრებია. თუ ამაში ეროტიზმს ხედავთ, ეს თქვენი არასწორი აღქმისა და ინტერპრეტაციის პრობლემაა”ყველაფრის მიუხედავად სალი მანის ნამუშევრები მსოფლიოს სხადასხვა  მუზეუმში ინახება, მანი გუგენჰაიმის პრემიის ლაურეატია, ასევე ფოტოხელოვნების განსაკუთრებული ჟანრის განვითარებისთვის National Endowment-ის პრემია მიანიჭეს.

დღესდღეობით სალი მანის ნამუშევრები პერიოდულად არის გამოფენილი ნიუ-იორკის მუზეუმში და მეტროპოლიტენ გალერიში

2001 წლს იგი ჟურნალმა Tai-მ საუკეთესო ფოტოგრაფად დაასახელა, ხოლო რეჟისორმა სტივენ კანტორმა მასზე გადაიღო ფილმები სახელწოდებით ,,სისხლიანი კვანძები” და ,,ის რაც რჩება”, რომელმაც ჟიურისგან სპეციალური ჯილდო მიიღო ატლანტის კინო ფესტივალზე.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s