მსოფლიო დონის ქართველი ფოტოხელოვანი-შავ-თეთრი დოკუმენტალისტიკა სერგო ედიშერაშვილი

Portrait_Sergo_Edisherashviliდგება შემოქმედის ცხოვრებაში მომენტი, რომელიც მის შემდგომ ბედს მთლიანად განსაზღვრავს. ასეთი აღმოჩნდა სერგო ედიშერაშვილისთვის 1985 წელი, როცა ის, 34 წლის ასაკში, მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის დასახელდა და უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის მონაწილე გახდა. საყოველთაოდ აღიარებულ პოფესიონალთა ამ ჯგუფმა ფოტოობიექტივის საშუალებით უჩვენა მსოფლიო – “ერთი დღე საბჭოთა კავშირის ცხოვრებიდან”…

ის საბედისწერო დღე კი, მართლაც ბედისწერად ექცა, რომელსაც, ჩვენდა საბედნიეროდ, დღემდე ვერ დააღწია თავი. სად აღარ ნახავთ მას ფოტოკამერით ხელში – მთაში თუ ზღვაზე, თოვლში თუ წვიმაში, ხალხთან თუ ეულად, ქუჩაში თუ ჯერ ისევ ველური ბუნების წიაღში.

შემოქმედის უტყუარი ალღო არასდროს ღალატობს როდის გააჩეროს კადრი, რომ ნანახით განცდილი ემოცია ზუსტად აღბეჭდოს ფირზე, ჩვენამდე მოიტანოს და მისი სულიერი ზეიმის თანამონაწილედ გვაქციოს. და, ეს გრძელდება თითქმის ოთხი ათეული წელია.

იყო მრავალი ჟურნალი და გაზეთი, მათ შორის ისეთი პრესტიჟული სააგენტოებიც, როგორებიცაა: ”ნოვოსტი”, ”ტასს”, ”ასოშეიტედ პრესი”, ”როიტერი”. არც საომარი მოვლენების ასახვა ყოფილა მისთვის უცხო – ჩეჩნეთში, მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში , არც ხელმძღვანელის ფუნქცია – წლების მანძილზე საქართველოს ფოტოსაინფორმაციო საგენტოს მთავარი რედაქტორი გახლდათ.
.

მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, მისი მთავარი გატაცება და შემოქმედების ამოსავალი წერტილი საქართვლოა – მისი ფიზიკური და სულიერი ბუნება, ანუ საქართველო და ქართველები. ამ თემას მიუძღვნა მთელი სერია ფოტოალბომებისა – ”თბილისი” – 2000 წ, ”საქართველო” – 2004 წ, ”ბათუმი” – 2006 წ, ”ძველი ბათუმი” – 2006 წ და ისევ ”თბილისი”. და, აი თქვენს წინაშე კვლავ ”საქართველოა” – ძველთა ძველი და კვლავაც ახალი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s